რეზონანსი
25.12.2024

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ევროპულ ტრაექტორიაზეა დასაბრუნებელი. 

"ჩვენ ვეთანხმებით იმას რომ, არჩევნები ახლიდან არის დასანიშნი და ქვეყანა ევროპულ ტრაქეტორიაზეა დასაბრუნებელი. რა თქმა უნდა, პირველი და მთავარი ამოცანად რჩება მძევლები, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან. ისინი უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა გახარიამ.

ექსპრემიერმა სალომე ზურაიშვილის მიერ დაანონსებულ საბჭოზეც ისაუბრა. მისი აზრით, 29 დეკემბრის შემდეგ, ახალი საქართველოს მშენებლობა არ დაიწყება. 

"სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული საბჭო ჯერ არ შექმნილა, ამაზე მხოლოდ ლაპარაკი იყო. როდესაც შეიქმნება, ჩვენ იქ ვიქნებით. აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია, არის საკითხები, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. 29 დეკემბერს  არც ცხოვრება მთავრდება და არც ახალი საქართველოს მშენებლობა იწყება. 29-ში ქალბატონი პრეზიდენტი რას იზამს მე არ ვიცი. რაც არ ვიცი იმაზე როგორ ვილაპარაკო. ივანიშვილის დაპატიჟება სიუპრიზი იყო. წარმოდგენა არ მქონდა ამაზე. რა თქმა  უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. ამიტომ რა იქნება 29-ის მერე, არავინ იცის", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქმედებებზე და მას "ტლიკინს" უწუნებს.  

"პარლამენტის დათხოვის შესახებ წინადადება მსმენია, არ ვიცი ვინაა ავტორი, მაგრამ სრული სისულელეა. ამის განხილვა ქალბატონ პრეზიდენტს და თავად პროცესს აყენებს ძალიან დიდი რისკების ქვეშ. 

ვიღაცები ბევრს რომ ჭორაობენ, ავიწყდებათ ერთი რამ - ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა რეჟიმად, ესეც ახალგაზრდების დამსახურებაა. იმ ახალგაზრდებების, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან. მიშა სააკაშვილის დამსახურება კი არ არის, რომელიც ტკილინებს და ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი სარგებლო იდიოტი გახდა. ათას სისულელეს ტლიკინებს, ცდილობს დააზიანოს ის პროცესი, რომელიც ქუჩაშია", - აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×