რეზონანსი
25.12.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. წარლამენტის  ე.წ. დეპუტატის ადგურ ხარაზიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლი დაბომბეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

 ე.წ. დეპუტატის ვახტანგ გოლანძიას მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

აფხაზმა ე.წ. გამომძიებლებმა სახლის ჭიშკართან 25 ტყვიის ნახვრეტი დააფიქსირეს. გარდა ამისა, დაზიანებულია სახლის ფასადი, შესასვლელი კარი და ფანჯრები.

გასულ კვირას ადგურ ხარაზიამ დე ფაქტო პარლამენტში სროლა დაიწყო, რა დროსაც "დეპუტატი" ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ხოლო ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია დაშავდა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×