რეზონანსი
25.12.2024

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ილია მეორეს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

"პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ "საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას", რასაც პირნათლად ასრულებს.

დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×