რეზონანსი
25.12.2024

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ნაკლებად ელოდება „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რადგან ამას დასავლეთის მხრიდან ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. თანაც დღეს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი დაბალია და ის ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს - არა, მაგრამ დანარჩენ შემადგენლობას ნამდილად მთელი სიმკაცრით დასჯიან. ზურაბიშვილის სახელით უსიამოვნებები ნაკლებად არის მოსალოდნელი - ის არ არის ისეთი პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის გარშემო ხალხი დაირაზმოს. ასეთი მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში პირველად, როდესაც საჯარო პოლიტიკაში გამოჩნდა - მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ გაილარაშქრა და იპოდრომი გავსებული იყო, თუმცა ამის შემდეგ მან ლიდერობა ვეღარ შეძლო. თავის დროზე, „ოცნებას“ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოგება ზურაბიშვილი მხარეს ყოფილიყო არჩევნებში, რადგან არ არის პოპულარული. შესაბამისად, ასეთი ფიგურა ხალხის მხარდაჭერას საიმისოდ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების თემად იქცეს, ვერ მოახერხებს“, - განუცხადა For.ge-ს საყვარელიძემ.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×