რეზონანსი
24.12.2024

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. ველით, რომ მოხდება ყველა რუსული სუვერენული აქტივის კონფლისკაცია და უკრაინის აღსადგენად გამოყენება”, - წერს შმიგალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×