
"გახარია- საქართველოსთვის" გუნდის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, კადიროვის ე.წ. ძმაკაცი სპორტსმენები შეიძლება, "ოცნებისთვის" დამატებით რესურსად განიხილებოდეს.
აქუბარდია ამბობს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ივანიშვილის გუნდი უკვე ყველა წითელ ხაზს კვეთს.
დამატებით რესურსად შეიძლება განიხილებოდეს კადიროვის ე.წ. ძმაკაცი სპორტსმენები და შესაძლოა, ამას მოწმობდეს ის ფოტოებით პოზირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ივანიშვილსი დასაყრდენ ძალაში. ერთი-ერთში მოდელი მეორდბეა რუსული ავტორიტარული რეჟიმის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათთვის უკვე ყველა წითელი ხაზი გადასულია", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისში MMA მებრძოლს, კადიროვთან დაახლოებულხამზატ ჩიმაევს შეხვდა. ხამზატ ჩიმაევს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერთან, რამზან კადიროვთანაც ხშირად პოზირებს და მას „უფროს ძმას” უწოდებს.
კალაძის გარდა, ხამზატ ჩიმაევი „ქართული ოცნების“ წევრს, გენო პეტრიაშვილს და ლაშა ბექაურსაც შეხვდა.
ეს არ არის პირველ შემთხვევა, 2024 წლის ზაფხულში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების პარალელურად, კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილის უმცროს ვაჟთან, ცოტნე ივანიშვილთან ერთად კადიროვის კიდევ ერთ გარემოცვის წევრს, ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შეხვდა.