რეზონანსი
24.12.2024

მამუკა მდინარაძის შემდეგ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებულ განცხადებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძეც აკეთებს.

"ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი - იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა გაატარეს ამერიკის ინტერესს, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენს გასაკეთებელს აქ, ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" აღმასრულებემა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა: "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×