რეზონანსი
24.12.2024

რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გაზეთ Magyar Nemzet-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს არ დამთავრდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უპასუხა, რომ ომი 2025 წელს დასრულდება.

„ომი 2025 წელს დასრულდება. იგი ან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე ევროპამ და აშშ-მ 300 მილიარდი ევრო დახარჯეს.

„ამ ფულის ევროპაში ცხოვრების დონის სწრაფი ზრდისთვის გამოყენება შეიძლებოდა. შეგვეძლო მთელი ბალკანეთი ევროპის განვითარების დონემდე მიგვეყვანა. მიგრაციის შეზღუდვა შეგვეძლო, ევროპის სრულიად ახალი თავდაცვის სისტემის შექმნა შეგვეძლო", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×