რეზონანსი
24.12.2024

სანქციებით ხმალაობა პარტნიორობა არ არის, ვინც სანქციებით შეუშინებიათ, ისევ ისინი შეაშინონ, იციან, რომ ჩვენზე სანქციები არ მოქმედებს, ეს თეორიულადაც მოსინჯეს და პრაქტიკაშიც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თუ ვინმე დასანქცირდა, დიდი პატივია და ეს უნდა შეიგნონ, რადგან ამის შემდეგ პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა ნორმალური იქნება.

„სანქციებით ხმალაობა პარტნიორობა არ არის. ვინც სანქციებით შეუშინებიათ, ისევ ისინი შეაშინონ. იციან, რომ ჩვენზე სანქციები არ მოქმედებს, ეს თეორიულადაც მოსინჯეს და პრაქტიკაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დაასანქცირეს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების დაცვას გაორმაგებით აგრძელებენ. ისინი ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი. მოცემულობაა, თუ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვინმე დაგვასანქცირებს, დიდი პატივია და ეს შეიგნონ, რადგან ამის შემდეგ პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა ნორმალური იქნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×