რეზონანსი
24.12.2024

ქართველი ბიზნესმენი, CARU-ს დამფუძნებლის და დირექტორის ნიკა აბაშიძის მოსაზრებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება ქართულ წარმოებას გაანადგურებს.

"ცოტა უცნაურ რამეს ვიტყვი ახლა, ამიტომ ბოლომდე წაიკითხეთ სტატუსი სანამ დაიპუტავთ თმებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კომპანიებისთვის მიღწევა იქნება ევროკავშირში გაერთიანება, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ მე არ მინდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ქართულ წარმოებას გაანადგურებს და ამის ეკონომიკურად დადასტურებული არგუმენტებიც მაქვს.

თუმცა, მთავარი არაა მე რა მინდა, მთავარია უმრავლესობას რა უნდა, უმრავლესობას უნდა ევროკავშირი, ამიტომ ჩემნაირების აზრებმა უნდა გადაიწიოს უკანა ფლანგზე და მთავრობამ ქვეყანა უნდა წაიყვანოს ევროკავშირისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი გამოცვლის მთავრობას. და სწორიცაა, ყველა უნდა გამოცვალოს ვინც ხალხის ნებას შეეწინააღმდეგება. მე უფრო სხვა რამეზე ვნერვიულობ, გუშინ ვინც ხალხს ურტყამდა ისინი უნდა დაისაჯონ მკაცრად, რადგან ეს თუ შერჩათ მომავალში უარესის მოხდენის დიდი ალბათობაა. მახსოვს 2007 და ვიცი. აქვე გავიმეორებ იაგოს სიტყვებს რომ ოპოზიცია თუ არ გამოიცვალა, ძალიან გაჭირდება მათი გამარჯვება. მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს ეს ასეა, იაგო ამ შემთხვევაში სწორს ამბობს...", - წერს ნიკა აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×