რეზონანსი
23.12.2024

ფოთში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ, სოციალურ საწარმო, ,,ლიმენაში" ხმაური იყო.

ცენტრის დამფუძნებლის, სამოქალაქო აქტივისტის ელისო ჯანაშიას თქმით, მას უცნობი პირები მიუვარდნენ, ერთ-ერთი კი თავს დაესხა.

ელისო ჯანაშია მომხდარ ინციდენტს სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებას და სხვა ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს.

,,მოგვივარდა ორი ქალი, საღამო იყო, ჯერ გვეძახეს გარყვნილების ბუდე, აქ ახალგაზრდებს მიაყენეს შეურაცხყოფა. მე რომ მოვინდომე, გამეგო ვინ იყვნენ და კამერა ჩავურთე, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ, მერე უკვე ფიზიკურად შემეხო, ბევრჯერ დამარტყა. პოლიცია გამოიძახეს, მინდოდა გამეჩერებინა, რა დროსაც თმაში მწვდა... უსუსურობის განცდა მქონდა და ვიყავი განადგურებული. ამას ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ აქტივობებს, ჩემს აქტიურობას შემოუტიეს, აქამდე ძაღლი მომიწამლეს, ასეთი ადამიანები ყველა შავ დავალებას ასრულებენ, მსგავსი ადამიანები მაიძულებენ, დავტოვო ქალაქი და ქვეყანა", - განაცხადა ელისო ჯანაშიამ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×