რეზონანსი
23.12.2024

29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 29 დეკემბრის შემდეგაც ის პრეზიდენტი იქნება და გააგრძელებს ხალხის მსახურებას.

„29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამე ისმის, ხან იქეთ, ხან აქეთ, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ვთქვა „აბა, რა". მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებიდან და ბევრი ჯგუფებიდან, რომ „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს", მაგრამ დასაცავიც არა ვარ, არც მეშინია და ვნახოთ სად ვიქნები 29-ის მერე, როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×