რეზონანსი
23.12.2024

მამუკა ხაზარაძის განცხადება მის შინაარს გამოხატავს, როგორც ადამიანის და პოლიტიკური ლიდერის, მათი საქმიანობის მთავარი ატრიბუტია, დესტაბილიზაციისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჯარისთვის თუ სხვებისთვის მოწოდება, რომ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ მათ ხელში არსებული რესურსებით, აბსოლუტურად მიუღებელია.

„ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისკენ და ნგრევისკენ არის მიმართული. როცა ასეთი მოწოდება ჯარის მიმართ ხდება, ეს განსაკუთრებული მახასიათებელია „ლელოსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელია და არ განსხვავდება არც შინაარსით და არც ზნით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×