რეზონანსი
23.12.2024

ჯერ კიდევ ერთპარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„თუ ვინმე მოიპარავს, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ა.შ. კანონი კარგად წაიკითხონ, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი" ჰქვია - ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისილწინებული მუხლები არ შემოერღვეთ. აქსიომაა - თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არავითარი ინდულგენცია არ არსებობს. არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, როცა პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტი არ დაგვავიწყდეს, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო. ჯერ კიდევ ერთპარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს",- განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×