რეზონანსი
23.12.2024

მიხეილ სააკაშვილის პოსტი ადასტურებს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი სახალხო არ არის. ეს ხალხი ქუჩაში საკუთარი სურვილით არ არის გამოსული, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, ქუჩაში გამოსულ ხალხს აორგანიზებენ და როგორც სანდო წყაროები ამბობენ, ამისთვის გარკვეული სარგებელიც აქვთ.

„სააკაშვილის პოსტი სწორედ ამაზე მიუთითებდა - მათზეა დამოკიდებული უკან გაუშვებენ, თუ ადგილზე დატოვებენ. სააკაშვილის პოსტი იყო წამოცდენა, რომ პროტესტი მათ მიერ არის მართული და დაფინანსებული, სადაც უცხოური ფინანსებია გარეული", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით 22 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება". მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა პოსტი შეასწორა და აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით მისი დანაბარები არასწორად დაიპოსტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×