რეზონანსი
22.12.2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა დღეს გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მასხრად აიგდო ის ადამიანები, ვინც მის მოსასმენად მივიდა, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდა.

მისივე შეფასებით ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის „ლიდერია!”

„დახარჯეს დიდი ფული, დაიქირავეს სამარშრუტო ტაქსები, რეგიონი არ დატოვეს, საიდანაც ხალხი არ ჩამოიყვანეს (მიშამაც კი დაადასტურა ჩამოყვანილი ხალხი) და ამ ქალმა მასხრად აიგდო, გაამაიმუნა ის ადამიანები, ვინც ყინვაში მის მოსასმენად მივიდა, მთავარია, რომ არც სათქმელი ჰქონდა არაფერი.

აი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის რესურსი! აი ეს ქალი არის რადიკალური ოპოზიციის "ლიდერი!"- წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×