
რუსთაველზე აქციის მონაწილეებთან მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა ვერ მოახერხა. პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე ასვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ რამდენიმე ფრაზის წარმოთქმა მოახერხა, რის შემდეგაც, ტექნიკური ხარვეზის გამო, მისი მიმართვა შეწყდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მიკროფონის გამართვა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ზურაბიშვილმა თავისი სათქმელი ვერ დაასრულა. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა მისი მთავარი სამოქმედო გეგმა. მან მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ რჩება ყველას პრეზიდენტად და ჯარის მთავარსარდლად.
მოგვიანებით, პარლამენტის შენობაზე ელექტროული წარწერის მეშვეობით დაიწერა რამდენიმე ფრაზა, რომელიც სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი გამოსვლის მთავარი პოსტულატი უნდა ყოფილიყო. უმიკროფონოდ დარჩენილმა პრეზიდენტმა კი ხალხის გასაგონად ასეთი რამ თქვა:
"მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე" - თქვა მან.
ზურაბიშვილმა სცენა და აქცია მალევე დატოვა და დაიბარა, რომ ათონელის რეზიდენციიდან ხვალ გაავრცელებს მიმართვას.