რეზონანსი
22.12.2024

მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ელოდება პასუხს.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ხმის პრობლემაა, ჩაწერს სრულ სიტყვას და ხვალ სასახლიდან გააკეთებს განცხადებას.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე დავდე ფიცი ექვსი წლის წინ, ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენი, ვარ და ვიქნები“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×