რეზონანსი
22.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

პრეზიდენტი რამდენიმე წუთში სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. მანამდე აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ამ წუთებში კი ევროკავშირის ჰიმნი სრულდება.

სცენა თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან არის განთავსებული.

მანამდე მანქანას, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო აპარატურა იყო მოთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი ტერიტორიაზე შეუშვეს.

ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×