რეზონანსი
22.12.2024

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ნახა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა ხუთი უკრაინელი ტყვე.

„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ", - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს" და გერო-ს მიაწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×