რეზონანსი
22.12.2024

პროტესტის დაწყებიდან უკვე 25-ე დღეს, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები, რეჟიმი არის უფრო სუსტი და გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება, რომ პროტესტი ახალ ეტაპზე გადავიდა.

„პროტესტის დაწყებიდან უკვე 25-ე დღეს, ჩვენ ვართ უფრო ძლიერები, მოტივირებულები, რეჟიმი არის უფრო სუსტი და გამარჯვებამდე უფრო ნაკლები დრო დარჩა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სადისტური რეჟიმი ქვეყნის ხელისუფლებაში აღარ იქნება. ამ დღეს დააახლოებს ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი სიმრავლე, პრინციპულობა. სალომე ზურაბიშვილის პრინციპულობას და მის ჟინს, რომ დიახაც, ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს, მე მივესალმები. რა თქმა უნდა, ასევე, დასავლეთიდან ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა - სანქციები, თუ სხვა ზომების სახით", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×