რეზონანსი
22.12.2024

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ლანა ღოღობერიძის ძველ და ახლანდელ ვიდეოს აზიარებს, სადაც ღოღობერიძე თავისუფლების განმარტებაზე საუბრობს. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ლანა ღოღობერიძე პუტჩისტების მაქებარი სალომე ზურაბიშვილის დაქალია და მიუხედავად იმისა, რომ 33 წელი გავიდა და ისევ პუტჩი სურთ უსამშობლო მოღალატეებს.

„ეცნობათ ხომ? პუტჩისტების მაქებარი სალომეს დაქალი, ქართველების ჯალათის შვილი ლანა, როგორ „გვასწავლიდა“ და „გვასწავლის“ თავისუფლების განმარტებას? 33 წელი გავიდა და ისევ პუტჩი სურთ ამ მანქურთებს. ნაირა გელაშვილიც ჰყავთ ასევე შეამხანაგებული ძველი "დიდებიდან", ამ უსამშობლო მოღალატეებს!

დიდი სიფრთხილე გვმართებს, თან დღევანდელ დღეს. 33 წლის წინ, რუსებთან ერთად, ნაცპუტჩისტების წინაპრებმა, სისხლში აბანავეს საქართველო. წაართვეს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მოუკლეს მომავალი თაობებს. დღეს როგორც მაშინ, საქართველოს ვერ დააჩოქებენ. ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე და შემართებით!“ - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×