რეზონანსი
22.12.2024

ორმა ამერიკელმა სენატორმა კონგრესს წარუდგინა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც, ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ოლენმა და რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა წარადგინეს „თურქეთის აგრესიის საწინააღმდეგო აქტი" იმ იმედით, რომ სანქციების საფრთხე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგებს", - წერს სააგენტო.

ამასთან, სენატორები ამბობენ, ვაშინგტონმა უნდა იმუშაოს თურქეთთან დიპლომატიური გზით, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და დემილიტარიზებული ზონის ფორმირებას თურქეთსა და სირიას შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×