რეზონანსი
21.12.2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი სრულად მოხსნილია.

„რაც ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში [ეუთო/ოდირის], ზუსტად იმავენაირი პუნქტები არის ასახული ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ეს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველგან ერთნაირად ხდება და დარღვევებიც ყველგან არის. იდეალურად, 100 პროცენტზე არჩევნები არსად არ ტარდება. 

ის პუნქტები და საკითხები რაზეც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული, მსგავსი არაფერია ამ დასკვნაში, ამიტომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი მთლიანად მოხსნილია“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×