რეზონანსი
21.12.2024

ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნის, რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა ქვეყანაში, რომელსაც გამოუვლია ასეთი კრიზისი, ყველამ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როდესაც ნდობა არ არსებობს არჩევნების, როდესაც ნდობა არსებობს ხელისუფლების, როდესაც ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია.

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მანამდე მან ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×