რეზონანსი
21.12.2024

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა. 

"სანამ დროა, გაეშვი ამ ქვეყანას" - მოუწოდა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს. 

გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის უმწვავეს დასკვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშმა ყველანაირ სპეკულაციას წერტილი დაუსვა. 

ეუთო/ოდირმა ყველა სპეკულაციას დაუსვა წერტილი. ეს არჩევნები არ შედგა და თავიდან არის ჩასატარებელი. ევროკავშირი როცა გინდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. მე ველოდები სრულიად ახალ პრეცედენტებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება შექმნის. ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, გამოსავალი ახალი არჩევნებია. მე რაც შემიძლია ივანიშვილს ვურჩიო, სანამ დროა, გაეშვი ამ ქვეყანას", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო სასახლე - პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი ანგარიში იქნება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×