რეზონანსი
21.12.2024

სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები დედაქალაქში ჩამოდიან და ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტს უერთდებიან. ქუთაისის მოსახლეობა უკვე ჩამოვიდა თბილისში და ამ დროისთვის, რეზო გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება.

ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, პროტესტის 24-ე დღეს, ქუთაისელების მოთხოვნაც უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

"მიხარია, რომ ჩემმა ქუთაისმა გამოიჩინა თავი და ცალკე მარში მოაწყო... ქუთაისი არის, ჩემი აზრით, ერთ ერთი ყველაზე ევროპული ქალაქი საქართველოში და ისეთივე ღირსებით, როგორიც ქუთაისელები არიან და ისეთივე ღირსებით, როგორიც სხვა საქართველოს კუთხეებიდან ჩამოსული ადამიანები არიან, აუცილებლად წავალთ და მივალთ ევროპაში," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×