რეზონანსი
21.12.2024

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად  - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა

თოლორაიას თქმით, შეუძლებელია, ამ პირობებში საქართველოში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო. 

„რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა ის, რაზეც ადგილობრივი ორგანიზაციები საუბრობდნენ და ეს კარგია, რეალურად ემთხვევა ჩვენს მიგნებებს. რეალურად, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად. ვფიქრობ, ძალიან მარტივია დასკვნების გაკეთება, ეს არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. კანონმდებლობა რომელიც არ ვარგოდა და ინსტიტუტები, რომლებიც თავიანთ როლს არ ასრულებდნენ - შეუძლებელია, ამ პირობებში ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმური არჩევნები ჩატარებულიყო“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს. 

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×