რეზონანსი
21.12.2024

ჩვენ ვუმასპინძლეთ ცეცხლის ცერემონიას ბაკურიანის 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. დღესასწაულს, მშვიდობის ცეცხლის გარშემო აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღევანდელ მღელვარე დროში,- ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა რომში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მშვიდობის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სპიროს კაპრალოსმა აღნიშნა, რომ საქართველომ „ბაკურიანი 2025"-ის მოსამზადებელი სამუშაოები შესანიშნავად შეასრულა და ქვეყანა მზად არის, ზამთრის სპორტის მომავალი ვარსკვლავების მისაღებად.

„მშვიდობის ალი განასახიერებს ოლიმპიური სულის იდეალებს - მშვიდობას, ერთიანობას და სპორტის ძალას ხალხის გაერთიანებისთვის. ფესტივალის მოახლოებასთან ერთად, ყველა თვალი ახლა საქართველოსკენ იქნება მიმართული - ბაკურიანი, თბილისისა და ბათუმისკენ, რომლებიც მზად არიან, წარმატებული და დაუვიწყარი მოვლენები წარმოადგინონ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა მოსამზადებელი სამუშაო ამ თამაშებისთვის, ზამთრის სპორტის მომავალი ვარსკვლავების მისაღებად. ეს უფრო მეტია ვიდრე კონკურენცია; ეს არის შესაძლებლობა, გავრცელდეს გზავნილი, რომ სპორტი ხელს უწყობს ბედნიერებას, ერთიანობას და ადამიანებს შორის კავშირს. მშვიდობიანი შეჯიბრის გზით ბაკურიანი 2025 საქართველოს საუკეთესოს და ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებს წარმოაჩენს", - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×