რეზონანსი
21.12.2024

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით" დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს?" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისივე თქმით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება" და პროპაგანდისტული არხი „იმედი" აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა".

„ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×