რეზონანსი
21.12.2024

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და სამართალდამცველებზეც გაამახვილა ყურადღება:

„დღეს მე დიდი უსამართლობის განცდა მაქვს. არასდროს პოლიციელებზე ცუდი არ მითქვამს, პირიქით, მეამაყებიან და მიმაჩნია, პოლიცია ჩვენი ძალაა. იმედი მაქვს, პოლიციელებში გამოჩნდება ის სულისკვეთება, რომ გადმოვიდნენ სიმართლის მხარეს, რადგან მათ სამართალდამცველები ჰქვიათ“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

ამასთან, შეკითხვაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, მსახიობმა აღნიშნა:

„უნდა შეასრულონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები. ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის საშუალება. არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×