რეზონანსი
20.12.2024

 ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც სერიოზული დარტყმაა ოპოზიციისა და მათი პატრონებისთვის, ვინაიდან, რევოლუციური სცენარი ჩავარდა.

"ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნება უკვე იმის ინდიკატორია, რომ ნელ-ნელა ველოდებით ჯერ არჩევნების შედეგების აღიარებებს, მერე კი უფრო გაბედულები მოლოცვასაც გაბედავენ. ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, რაც შეეხება ხარვეზებს თუ რეკომენდაციებს, არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი და ახალი ხელისუფლება მისი გამოსწორების მზადყოფნას გამოთქვამს. ეს არის რეალურად სერიოზული დარტყმა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ, მათი უცხოელი პატრონებისათვისაც. რევოლუციური სცენარი ჩავარდა, საქართველომ ისევ გაიმარჯვა." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×