რეზონანსი
20.12.2024

 „პროტესტი იმაზე გაცილებით მასშტაბური და ძლიერია, ვიდრე დასაწყისში იყო. მან შეიძინა ფორმა და ხასიათი", - ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

როგორც დათო გორგილაძე აღნიშნავს, საზოგადოება სწორ გზაზეა და გაიმარჯვებს. დათო გორგილაძე ასევე ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს და ვაჟა სირაძეს მთავრობა ღირსების ორდენზე წარადგენს

„ის [პროტესტი] უფრო და უფრო იკრებს ძალებს და ვირუსივით აღწევს იმ წრეებშიც კი, სადაც აქამდე არასოდეს შეუღწევია.

დაწინაურება და ორდენები ამ პროტესტის შედეგებისგან მოგვრილი შიშის პასუხია - შიშის, რომ სისტემას ქვემოდან გამოეცლება საყრდენები.

ბოროტება, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ის, საბოლოოდ ყოველთვის მოსაწყენად ბანალურია.

სწორ გზაზე ვართ. გავიმარჯვებთ", - წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×