რეზონანსი
20.12.2024

ჩეხეთის სენატი ჩეხეთის მთავრობას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს საქართველოში პროტესტების დარბევებში ჩართულ პირებსა და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსამართლეებს, - ამის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა მიიღო.

„ევროპარლამენტის დასკვნების გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო ზეწოლა, არჩევნების დღეს მანიპულაცია და დამკვირვებლების შეზღუდული წვდომა ნიშნავს, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს და, შესაბამისად, ვერ მიიჩნევა თავისუფლად და სამართლიანად, და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ არ ეცდება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გახსნას და, შედეგად, საქართველო ახლა კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისშია;

[სენატი] აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის იყო გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქვეყანა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში;

[სენატი] მოუწოდებს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, სანქციები დაუწესოს პირებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული პროტესტების ძალადობრივად დარბევაში ან ამისთვის ბრძანებების გაცემაში, და ასევე განიხილოს ამ სანქციების გაფართოება მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებენ. ყურადღება დაუთმოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისთვის მხარდაჭერას საქართველოში ისეთ ვითარებაში, როდესაც მთავრობასთან ან პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარება არაა მოსალოდნელი;

[სენატი] მოუწოდებს სენატის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრს შეატყობინოს ამ რეზოლუციის შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×