რეზონანსი
20.12.2024

ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ჩვენ ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს, ჩვენ ვერ შევძელით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, თუმცა ცალკეული ზომების განხორციელება შესაძლებელია სხვა გზებითაც, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცს კითხვა დაუსვეს „საქართველოსთან დაკავშირებით სამიტზე რა დამატებითი კონკრეტული ნაბიჯები განიხილებოდა".

„ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება ამ საკითხზე, როგორც ნახეთ ალბათ ჩვენს ერთობლივ დასკვნით განცხადებაში. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ყველა, ვინც საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს ან ორგანიზებას უწევს საპროტესტო აქციებს, არ განიცდიდეს დევნას და არ ჰქონდეს შიში საკუთარი უსაფრთხოების გამო. ჩვენ ასევე გამოვთქვით ძალიან მკაფიო მოთხოვნა დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით და ასევე განვიხილეთ უფრო დეტალურად ის ფაქტი, რომ, მაგალითად, ევროპის საბჭო მისი ახალი ხელმძღვანელის სახით ამჟამად იმყოფება საქართველოში და ჩვენ ასევე ყურადღებით შევაფასებთ ანგარიშს. ჩვენ ვერ შევძელით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, თუმცა ცალკეული ზომების განხორციელება შესაძლებელია სხვა გზებითაც", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×