რეზონანსი
20.12.2024

დღეს წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის, ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია, შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოში მშვიდობიან პროტესტს პოლიცია ძალადობით შეხვდა.

„ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სვლა ევროკავშირისკენ. მშვიდობიან პროტესტებს პოლიცია ძალადობით შეხვდა. დღეს ჩვენ წარვადგენთ სავიზო შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობის მიმართ ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დაზარალება", - წერს ფონ დერ ლაიენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×