რეზონანსი
20.12.2024

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვიცე-პრემიერად დანიშვნას ულოცავს.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილება სწორი იყო.

„მინდა, მივულოცო ვახტანგ გომელაურს. პრემიერის გადაწყვეტილება მის დაწინაურებასთან დაკავშირებით იყო სწორი და მე ამას მივესალმები. ვახტანგ გომელაური არის პატრიოტი კაცი, ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო. ის თავის თანამშრომლებთან ერთად ემსახურება საქართველოს, ქვეყანაში იცავს მშვიდობას, სიმშვიდეს. მადლობა მას იმისთვის, რაც გაკეთებული აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×