რეზონანსი
20.12.2024

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეზე, რომელსაც დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპენსაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებიდან წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×