
პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი" - წერს გიორგი გახარია.
ძალიან უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს პრესკონფერენციას გამოეხმაურა.
„დაჯექი, ორიანი“, - დაწერა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროტესტს მკაფიო მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები:
"გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:
ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.
დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)
პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები" წერს ნიკა მელია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მეორე ლიდერი ნიკა გვარამიაც უკმაყოფილო ეხმიანება საქართველოში ევროპის საჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს და დღეს გამართულ პრესკონფერენციას.
"უკომენტაროდ ვდებ ალან ბერსეს ბრიფინგს (ევროსაბჭოს ხელმძღვანელის), განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც აღელვებდა, რატომ არ მივიდა შეხვედრაზე ჩვენი კოალიცია. ასევე ყველას მინდა შევახსენო: შარლ მიშელი 2 არ იქნება. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება.
-მთავარი ამოცანა ვიზიტის არის მიმდინარე პოლიტიკური კრიზის გადაჭრაა და ეს მოხდება თუ დავიცავთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და კანონის უზენაესობას.
- მივმართე სახელმწიფო უწყებებს რომ თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალების გამოყენებისგან. განეხორციელებინათ დამოუკიდებელი გამჭვირვალე გამოძიება რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით.
- პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიას. როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ვალდებულია გახსნას დიალოგი.
- გამოვხატე შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირის უფლებებს. ეს კანონმდებლობა შეიცვალოს უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. მთავრობამ გასცა დაპირება რომ შეცვლიდან უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს.
- შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართველ მხარეებთან ერთად რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონი იყოს შეცვლილი.
- დავბრუნდები სტრასბურგში და საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით. მივაწვდი ინფორმაციას ადამიანია უფლებათა კომისარს რომელიც გეგმავს ვიზიტს საქართველოში", - წერს გვარამია.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი ევროსაბჭოს გენმდივანს „ვიღაც კაცად“ მოიხსენიებს.
„ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო.
პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით.
ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.
ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას“, - წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება ხელისუფლებისგან, რომ ცვლილებები შევა უცხოური გავლენების შესახებ კანონში. ალენ ბერსემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს.