რეზონანსი
20.12.2024

ერთადერთი დიალოგი, რომელიც ამ ხელისუფლებასთან იქნება, ხელახალი არჩევნებია, - ასე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეიცვლება.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხულია.

„სხვა არანაირი დიალოგი არ მოხდება და ამაში არ ჩაერთვება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ",- განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×