რეზონანსი
20.12.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, 60 წლამდე მამაკაცი მდინარემ წაიღო. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. კაცი სახლში ბრუნდებოდა, გზად კი წვიმისგან ადიდებულ მდინარეზე გადასვლა მოუწია და დინებამ გაიტაცა.

"ამ კაცის სახლისკენ მიმავალი გზა არ არის გაკეთებული და არც ხიდია გადასასვლელი. იფიქრა, მდინარეს გადავივლიო, მაგრამ წვიმის გამო ადიდებული იყო და  ეს ტრაგედია მოხდა.

ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში იპოვეს. სამაშველოებიც იყვნენ ადგილზე და პოლიციაც," – განუცხადა "მთავარ არხს" ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×