რეზონანსი
19.12.2024

H1N1 და კოკსაკი - საქართველოში ახლა აქტიურად ეს ორი ვირუსი ცირკულირებს. ბოლო ერთ კვირაში შემთხვევები გაორმაგდა. ე.წ. ღორის გრიპისა და ენტეროვირუსის გართულებებით მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში.

გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ჰყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევას სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ.

ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად ახლა საქართველოში ყველაზე აქტიურად H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპი ცირკულირებს. მაღალი ტემპერატურით, სასუნთქი გზების პრობლემებით, ბრონქიტით და გართულების შემთხვევაში პნევმონიით.

ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ გარდა A ტიპის ვირუსისა, გავრცელებულია B ტიპის ვირუსებიც. ბავშვებში გახშირდა სხვა ინფექციური დაავადებებიც. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას კოკსაკის ვირუსზე, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

ვირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია ზრდასრულებშიც. გართულებებით კლინიკებს მეტწილად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები მიმართავენ.

სეზონური ვირუსების გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, ექიმები პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან. პრევენციის მიზნით კი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×