რეზონანსი
19.12.2024

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და „მის მეგობრებზე". შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია" მუშაობს.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილსა და "მის მეგობრებზე", "რათა საშუალება არ მივცეთ სარგებელი მიიღონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და პროგრესის დაკარგული ათწლეულებისგან".

"არ შეგვიძლია არც ერთი ქვეყნის დაკარგვა ევროპაში, ვინაიდან, ერთის დაკარგვა განხეთქილებასთან და კონფლიქტთან მიგვაახლოებს," - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×