რეზონანსი
19.12.2024

რა თქმა უნდა, ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბუნიამ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, თუ რა როლს შეასრულებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ეს კონკრეტული ორ დღიანი ვიზიტი იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი გარკვეულწილად დაბრუნდეს კონსტრუქციულ გარემოში.

გიორგი გაბუნიას თქმით, მოლოდინები არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური.

„მიგვაჩნია, რომ მისი როლი, ზოგადად და მისი ჩართულობა იქნება პოზიტიური, პროდუქტიული.

რაც შეეხება იმას, რომ პროცესი დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით და მე პირადად, შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველოს ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი შეუდგა უკვე საქმიანობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორად გაიაზრონ, სწორად შეხედონ მოვლენებს. მათზეა დიდწილად დამოკიდებული ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს და დაუბრუნდეს ჩვეულ გარემოს“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×