რეზონანსი
19.12.2024

მომღერალი ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ საახალწლოდ დაგეგმილ ყველა ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუსიკოსის პროდიუსერმა და მეუღლემ, კახი მამულაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, დაახლოებით 18 ღონისძიებაზე უარს აცხადებენ, სანაცვლოდ კი აქცია-კონცერტის გამართვას გეგმავენ.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგობრებო გილოცავთ ნიკოლოზობას.

ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ.

ლელა წურწუმიასა და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული, რამდენიმე გადატანილი (დაახლოებით 18 ღონისძიება).

რადგან ლელას და ჩემს მუსიკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია კონცერტის გამართვა, უბრალოდ კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ“ - წერს მამულაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×