რეზონანსი
19.12.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ" არხი АМРА-life-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო.

გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×