რეზონანსი
19.12.2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძიაა.

მანამდე, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ორი ე.წ. დეპუტატი - კან კვარჩია და ვახტანგ გოლანძია დაშავდნენ. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×