რეზონანსი
19.12.2024

ჩვენ საკმაოდ შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა,  რომელიც გვინდა, რომ იყოს ევროპაში და ახლოს ევროკავშირთან, - ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, ვისაც სურს პროევროპული გზა საქართველოსთვის, მოვუწოდებთ, რომ დაცული იყოს ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც ჩვენი აზრით, ევროპულ კონტინენტზე ყველგან უნდა გამოიყენებოდეს.

ყურადღებით ვაკვირდებით და მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს",- განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×