რეზონანსი
19.12.2024

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე „ქართული ოცნება" ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ვიზიტით და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მისი ვიზიტით, ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულია. თქვენ ნახეთ, რომ ის შეხვდა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე - პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრა იქნება არჩეულ პრეზიდენტთანაც.

საუბარი იქნება ყველა თემაზე, მათ შორის - ევროსაბჭო-საქართველოს, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საუბარი ე.წ. პრემიერსა თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეზე დასრულებულია," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×