რეზონანსი
19.12.2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მილლიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 6 010.9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.9 პროცენტითთ, ხოლო იმპორტი 15 101.7 მილიონი აშშ დოლარს, ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ - ნოემბერში, 9 090.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 2 939.3 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი - 2 269.4 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ - 1 965.8 მილიონი აშშ დოლარით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×